რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 861 423-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 144 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 351-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 661 471 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 878 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამჟამად მკურნალობა 185 601 პაციენტს უტარედება.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.