რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 856 264-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 207-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 653 593 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 420 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.