რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 984 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 28 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.