რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 384 235-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 279 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 24 002-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია რუსეთისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 065 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა.