რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 369 313 -მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 232 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 23 723-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, ასევე ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა რუსეთში პირველად გადააჭარბა 15 000-ს.
ოფიციალური სტატისტიკით, კოვიდ 19-სგან რუსეთში 1 056 582 პაციენტი გამოჯანმრთელდა.