რუსეთში ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსის ახალი შემთვევების რაოდენობა მცირდება. ბოლო 24 საათია მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 8764 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 308 705 შეადგინა.
ამასთან, რუსეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსით 135 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2972 შეადგინა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 85392 ადამიანი, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22000-ს აჭარბებს.