რუსეთის ფედერაციაში ზეთის მწარმოებლები მზად არიან საკუთარ პროდუქციაზე ფასები დაწიონ ისე, რომ მზესუმზირაზე საბაჟო ტარიფის გაზრდას არ დაელოდონ. ამის შესახებ ზეთის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებს.
როგორც ცნობილია, ზეთზე ფასის სტაბილიზაციისთვის რუსეთის ხელისუფლება 9 იანვრიდან 30 ივნისამდე აპირებს მზესუმზირასა და რაფსზე შემოიღოს საექსპორტო გადასახდელი 30%-ის ოდენობით, თუმცა, არანაკლებ 165 ევროთი ტონაზე. განკარგულება ძალაში გამოცემიდან 30 დღეში შევა.
ამ დროისთვის საბაჟო ტარიფი მზესუმზირაზე შეადგენს 6,5%-ს და არანაკლებ 9 ევროსა და 75 ცენტს ტონაზე, რაფსზე კი - 6,5%-ს და არანაკლებ - 11 ევროსა და 40 ცენტს ტონაზე.