Bloomberg-ი, რომელიც ყოველდღიურად ანახლებს მილიარდერების რეიტინგს, რუსი მილიარდერების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იანვრის განმავლობაში 7-მა რუსმა მილიარდერმა მოახერხა საკუთარი კაპიტალის 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარით გაზრდა, თუმცა, 16-მა მათგანმა პირიქით, 8 მილიარდი ქონება დაკარგა.
ყველაზე მეტად ბიზნესმენმა ვლადიმერ პოტანინმა იხეირა, რომლის ქონებაც მილიარდ 440 მილიონით გაიზარდა, მას მოსდევს - ვაგიტ ალეკპეროვი, რომლის ქონებაც 600 მილიონით არის გაზრდილი, მე-3 პოზიციაზე კი ვიქტორ რეშინიკოვია, 247 მილიონიანი მატებით.
შემცირებით, ყველაზე მეტად - 1 თვეში 2 მილიარდ 46 დოლარით, ლეონიდ მიხელსონის ქონება შემცირდა, მას მოსდევს გენადი ტიმჩენკო, მილიარდ 960
მილიონიანი კლებით, ხოლო მე-3 ადგილზეა - ანდრეი მალნიჩენკოსი, რომლის ქონებაც მილიარდ 520 მილიონით არის შემცირებული.