რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რვა კარავია გაშლილი. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეიდან, უწყვეტ რეჟიმში დაანონსებულ აქციებს, როგორც სააგენტოს პარტიაში განუცხადეს, "აქციებში არ იგულისხმებოდა რუსთაველზე დიდი ღონისძიების გამართვა და გუშინ გაკეთებული მათი განცხადება ნიშნავდა, რომ სხვადასხვა ადგილზე პერმანენტულად გაიმართება პატარ-პატარა ღონისძიებები". შეგახსენებთ, რომ კარვები გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა 16 დეკემბერს გაშალეს. ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარს აპროტესტებენ, სადაც მათ გზა ჩაკეტილი დახვდათ და თელავამდე ჩასვლა და აქციის გამართვა ვერ მოახერხეს. ადგილზე რამდენიმე საპატეულო ეკიპაჟია მობილიზებული.