"რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი. დღეს მოქმედი შეჩრების მექანიზმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდეა შეჩერებული. სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ის მხარეებს დაეგზავნება. სწორედ ამიტრომ, ცნობილია რომ სტრასბურგში არ იმყოფებიან რუსთავი 2-ის იურისტები. ცნობისთვის გუშინ ევროსასამართლოში ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი, პაატა სალია იმყოფებოდნენ.