"რუსთავი 2"-ისა და "იბერიას" საკითხებში ერთი და იგივე ხალხია ჩარეული - ამ განცხადებას ზაზა ოქუაშვილი აკეთებს. მისი თმით, 2004 წელს "მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან" მას წილების დათმობას როგორც "იბერიაში", ასევე ომეგა ჯგუფში სთხოვდნენ . ვინ სთხოვდა ამას და იყო თუ არა მოთხოვნა წილების რუსთავი 2-ის სასარგებლოდ დათმობის შესახებ, ამაზე ოქუაშვილი არ პასუხობს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ და ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია"იბერიაში" არსებული საკუთარი წილები ცოტა ხნის წინ შვილებს გადაუფორმეს.