„რუსთავი 2“ კურიერის ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა. ჟურნალისტების ინფორმაციით, არხის დატოვების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინა ერთობლივად მიიღეს. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მათ ვერ მიიღეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამსახურიდან წამოსულიყვნენ. ამასთან როგორც კურიერის უკვე ყოფილი ჟურნალისტები ამბობენ, არხის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას ჰქონდა შეთავაზება მათთან რომ დარჩენილიყვნენ და თუმცა მიიღეს ურთულესი და მძიმე გადაწყვეტილება არხის დატოვების თაობაზე.