რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს - Palitra News

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

2021-12-30 11:04:53+04:00

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, პენიტენციური სამსახურის მანქანები, რომლებიც გვიან ღამით რუსთავის ციხის ტერიტორიაზე შედიან.