რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა, მათ კონტაქტების შესწავლა დაიწყეს. მისი თქმით, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების როგორც მოძიება, ასევე იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და დადგინდება, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ ინფიცირებულებს კონტაქტი.