რუსთავის მოსახლეობა, ჭყონდიდელის დასახლებაში, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას სამართლებრივი გზით აპირებს. აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, სარჩელი უკვე შეიტანეს. მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ჭყონდიდელის დასახლებაში შეწყდეს ციხის მშენებლობა.
პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია რემდენჯერმე გამართეს და ცენტრალური გზაც კი გადაკეტეს. ისინი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.