რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით რუსთავში მე-17 მიკრორაიონში, რესტორან "შარკთან" მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. კლინიკაში განაცხადეს, რომ მამაკაცს მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა, მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.