რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს BMW-სა და Mercedes-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.