რუსთავში, ავტომობილში გაზის ბალონის აალების შედეგად, 35 წლის მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. შემთხვევა რუსთავში გაზგასამართ სადგურ ,,იტალია გაზთან“ მოხდა. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც სალონში დაგროვილი ბუნებრივი აირი აალდა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის საავადმყოფოში მიყვანისას შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.