უბედური შემთხვევა რუსთავში - ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 84 წლის ქალი დაიღუპა. ის აბაზანაში იპოვეს. ინტოქსიკაცია მიიღო მისმა შვილმაც, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბებია და 12 წლის შვილიშვილი, ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. 1-ელი თებერვლიდან დღემდე რუსთავში გაზის ინტოქსიკაციის 120-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
იხილეთ:
რუსთავში გაზის გაჟონვით 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი სასწრაფოს ბრიგადამ გადაარჩინა