რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა, გარდაცვლები მამა-შვილი არიან. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიზხმობს.