რუსთავში, კოსტავას გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ორივე ხარაჩოზე იდგა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დავით გოგოძის თქმით, დაშავებულებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო, ის ამ დრომდე მართვით სუთქვაზე იმყოფება.
ცნობისთვის, კოსტავას გამზირზე შენობების ფასადზე სამუშაოებს შპს "ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსის" ქვეკონტრაქტორი შპს "მარკიზი" ასრულებდა