რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარე მტკვარმა გამორიყა. ადგილზე მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინფო რუსთავის" კადრები