რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს ,,ერთობის" ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც სამუშაო კაბინეტში იპოვნეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე -ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებითაა აღძრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.