რუსთავში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რუსთავში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, არსენ კასაშვილის თქმით, იგი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ და სცემეს.არსენ კასაშვილის განცხადებით, მას ორი პირი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთი აცხადებდა, რომ რუსთავში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ბეგაძის ახლო ნათესავია.