რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა - Palitra News

რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

2021-03-30 10:30:37+04:00

ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

შეგახსენებთ რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედნის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.