რუსულ საექსპორტო ხორბალზე ფასი ბოლო 9-წლიან მაქსიმუმზეა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია „სევკონი“ წერს, რომელიც სპეციალიზირებულია აგრარულ სექტორზე.
კომპანიის ცნობით, რუსეთის ღრმაწყლოვან პორტებში პროტეინიან ხორბალზე ფასმა გასულ კვირას 6 დოლარით მოიმატა და ტონაზე 312 დოლარი შეადგინა. ეს კი 2012 წლის აგვისტოს შემდეგ რეკორდული ფასია. მათივე ცნობით, ზრდა შიდა ბაზარზე მიწოდების შეზღუდვითა და რუბლის გამყარებით არის განპირობებული.
მათივე ინფორმაციით, ჯამში ხორბლის ბაზარზე დაბალი აქტივობა შეიმჩნევა. ფერმერებმა მათი მოსავლის ნაწილი უკვე გაყიდეს, რათა გამოათავისუფლონ საცავები ახალი მოსავლისთვის, ნაწილმა კი მარაგები გააკეთა. ამ მომენტისთვის რუსეთში გვიანი მოსავლის აღება მიმდინარეობს, შესაბამისად, „სევკონის“ ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთში ხორბლის ბაზარზე სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება.