ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობისთვის დაწყებულია. შემთხვევის ადგილი პოლიციის ოფიცრებმა და პროკურორებმა ერთობლივი ძალებით დაათვალიერეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთს საკუთარი ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კრემლის მიზანი უკრაინის საწინააღმდეგო ისტერიის შენარჩუნება და დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხებაა.
მისი თქმით, რუსეთს ჩადენილი დანაშაულების გამო ტრიბუნალი ელოდება.