რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე მორიგი შეზღუდვების შემოღების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო ბაზრის მონაწილეები კიდევ ერთხელ ააფორიაქა. რუსულ ხორბალზე ფიუჩერსის ფასმა უკვე გადააჭარბა 300 დოლარს ერთ ტონაზე, ხოლო ფიზიკურ ბაზრებზე ამ ნიშნულს უახლოვდება. ბოლოს კოტირებები ამ დონეზე 2014 წლის აპრილში იყო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ხორბალზე ფასი იმატებს ახალი ამბების ფონზე, რომლის თანახმად ქვეყანა შემოიღებს დამატებით ახალ შეზღუდვებს ხორბლის ექსპორტზე. როგორც ცნობილია 15 იანვარს საბაჟო მარეგულირებელში შევიდა წინადადება 1-ლი მარტიდან 30 ივნისამდე გაიზარდოს ექსპორტის გადასახადი 1 ტონაზე 50 ევროთი.
ექსპერტების განცხადებით, საექსპორტო ხორბალზე ფასები უფრო გასაგები გახდება ამ კვირის ბოლოსკენ, როცა დასრულდება სახელმწიფო ტენდერები თურქეთსა და ეგვიპტეში.