გასულ კვირას რუსულ ხორბალზე ფასმა რეკორდი განაახლა, როგორც შიდა, ასევე გლობალურ ბაზრებზე. რუსული მედიის ცნობით, პორტებში შიდა შესასყიდი ფასი 1,9%-ით გაიზარდა 1 ტონაზე 18 ათას 450 რუბლამდე, საექსპორტოზე კი 2,8%-ით 255 დოლარამდე.
მათივე ცნობით, ფასის ზრდის მთავარი დრაივერი მსოფლიო ბურღულეულის ბაზრებზე იყო სიმინდი, რომელზეც გასულ კვირას ფასმა 4%-ით მოიმატა. დამატებითი ფაქტორი, რომელიც სიმინდის ბაზარს აძვირებს, ეს არის შავი ზღვის რეგიონში დაბალი მოსავალი.
მათი შეფასებით, ბურღულეულზე და განსაკუთრებით სიმინდზე ფასები მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზრდება.