რუსული ხორბლის ექსპორტის ფასებმა გასულ კვირას მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. გლობალურ ბაზრებზე ფასის შემცირების ძირითადი მიზეზი ახალი მოსავლის აღების თარიღის მოახლოება გახდა. როგორც Reuters-ი წერს, ხორბლის აღება უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.
SovEcon-ის თანახმად, გასულ კვირას იმ ხორბლის ფასი, რომელიც 12,5%-იან პროტეინს შეიცავს, ტონაზე 3 დოლარით შემცირდა და ნოვოროსიისკის ბორტზე 202 დოლარი შეადგინა. IKAR-ის პროგნოზით კი აგვისტოსთვის ფასები ტონაზე 199 ამერიკულ დოლარამდე დაიწევს.
2019-2020 წლების სეზონზე, 19 ივნისის მონაცემებით რუსეთიდან 35 მილიონ 700 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15%-ით ნაკლებია წინა სეზონთან შედარებით.
ცნობისათვის, რუსეთი საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორია. 2020 წლის იანვარ-მაისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 39 მილიონ 320 ათასი დოლარის ღირებულების 175 ათას 45 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა.