ხურჩა-ნაბაკევთან 11 აგვისტოს დაწყებული მავთულხლართების გავლების პროცესი, საოკუპაციო რეჟიმმა დაასრულა.რუსმა მესაზღვრეებმა აპრილის ბოლოს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე ხის ბოძები დაამონტაჟეს. 11 აგვისტოს მავთულხლართების გაბმა დაიწყეს და 16 აგვისტოს დაამთავრეს. ოფიციალური თბილისი აცხადებს რომ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.