რუსეთი გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინულ ხომალდებს დღეს გაათავისუფლებს, ამის შესახებ რუსული მედია ყირიმის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"უკრაინასთან მიღწეული შეწთანხმების მიხედვით, უკრაინული სამი ხომალდი უკრაინულ მხარეს გადაეცემა, ეს 18 ნოემბერს მოხდება", - განაცხადეს ყირიმის სანაპირო დაცვის სამსახურში. რუსეთმა უკრაინული ხომალდები ყირიმის სანაპიროებთან ზუსტად ერთი წლის წინ დააკავა, რა დროსაც დააკავეს უკრაინელი მეზღვაურებიც. მათ რუსეთის ტერიტორიული წყლების უკანონოდ გადაკვეთა ბრალდებოდათ. დაკავების დროს ცეცხლიც გახსნეს. მეზღვაურები რუსულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ კიევსა და მოსკოვს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა.