რუსული ხორბლის საექსპორტო ღირებულება კიდევ გაიზარდა. ამ ეტაპზე ოქტომბრის შესყიდვის ფასებმა ერთ ტონა ხორბალზე 218 დოლარი შეადგინა. ეს კი ერთი კვირის წინ დადგენილ ფასებთან შედარებით 5-6 დოლარით მეტია. გასულ კვირას ხორბლის ფასი 212-213 დოლარს შეადგენდა. „იკარის“ მონაცემებით, ერთი წლის წინ ერთი ტონა საექსპორტო ხორბლის ფასი 185 დოლარს შეადგენდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მოსავლის დაახლოებით, 75% ანუ 108 მილიონო ტონა ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია.
ცნობისთვის, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ, ჯამში, 49 მილიონ 371 ათასი დოლარის ღირებულების 222 ათას 840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა.