სააფთიაქო ქსელმა "ჯიპისი"-მ "ფარმადეპოს" შეძენაზე კონკურენციის სააგენტოსგან დასტური მიიღო. კერძოდ, როგორც სააგენტოს 28 დეკემბრის ბრძანებაშია ნათქვამი, "ჯიპისი"-ს მიერ კომპანია "ეი-ბი-სი ფარმაციას" სააფთიაქო ქსელის "ფარმადეპოს" აქციათა 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი გაერთიანება კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. მათივე ცნობით, სააფთიაქო ქსელების შერწყმა მომსახურების ფასზე ნეგატიურად არ აისახება.