"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას პასუხობს.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, სააკაშვილის განცხადებები ემსგავსება იმ ბრძოლას, როგორც მას ებრძოდნენ ბიძინა ივანიშვილი და "ასავალ დასავალი". მისივე თქმით, სანამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი სასამართლო, იქამდე პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება ქვეყანაში არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა წრეზე ივლის.