წითელი ინტელიგენციის ნაწილმა ჩათვალა, რომ "რუსთავი2"-ის საქმე უკვე წასულია და დაკავდნენ ჩემზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.,,ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც საუბარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო, შენ როცა არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, არაწორი და უზნეო საქციელი", - განაცხადა სააკაშვილმა.