საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.„ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს“, - დასძინა ადვოკატმა.