თბილისის სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. შესაბამის ინფორმაციას სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.
სააპელაციოში აცხადებენ, რომ ადვოკატმა სასამართლოში საჩივარი, გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით შეიტანა.
ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მას პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნიდან გასვლაც აეკრძალა.