"საქსტატის" მონაცემებით, ივნისში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 174 ლარი და 30 თეთრი შეადგინა, რაც ლარითა და 10 თეთრით მეტია მაისის მონაცემებთან შედარებით. წლის დასაწყისიდან კი საარსებო მინიმუმი 8 ლარით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ თვეს ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 154,4 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანისა და მეტის კი 410,7 ლარით. "საქსტატი" საარსებო მინიმუმს სამომხმარებლო კალათით ითვლის, სადაც სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების კი 30%-ით.