2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 186 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 189 ლარი და 60 თეთრი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ლარითა და 50 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ივნისში ეს მონაცემი 188 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში მაისთან შედარებით 5 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 313 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 2 ლარითა და 50 თეთრით არის შემცირებული.