2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 6 ლარითა და 50 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 199 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 206 ლარი და 10 თეთრი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 14 ლარითა და 60 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის აპრილში ეს მონაცემი 185 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, აპრილში მარტთან შედარებით 10 ლარითა და 90 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 334 ლარი და 80 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის აპრილის მონაცემთან შედარებით, 24 ლარითა და 40 თეთრით არის გაზრდილი.