მეცნიერება გამოიგონეს უნიკალური მრავალფუნქციური საათი ბავშვებისთვის, რომელიც პატარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მას დაკარგვისგან იცავს, როდესაც ის მშობლისგან შორს არის. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, POMO WAFFLE არის ჭკიანი საათი, რომელიც აერთიანებს ბევრ ფუნქციას, მათ შორის მობილური ტელეფონის საუკეთესო ალტერნატივაა. საათი დაკავშირებულია მშობლის სმარტფონთან, შესაბამისად მშობელი მუდამ ინფორმირებულია პატარის ადგილმდებარეობის შესახებ. გარდა ამისა, მშობელს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ის ტერიტორია, სადაც ბავშვისთვის თამაში ნებადართულია და როგორც კი ის უსაფრთხო ზოანს გადაკვეთს, ის დაუყოვნებლივ მიიღებს შეტყობინებას და შეძლებს ბავშვისთვის დარეკავს. POMO WAFFLE-ის შემქმნელების თქმით, იმ შემთვევაში თუ პატარა დაიკარგა, საათი მას მიმართულებას უჩვენებს და ის დამოუკიდებლად შეძლებს სახლში დაბრუნებას.