თუ ამბობენ, რომ ჩვენი შესვლით პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდა, ჩვენს გარეშე მანამდე არალეგიტიმურები იყვნენ? თვითონაც გულის სიღრმეში იციან, რომ ყველაზე მეტად მათ სჭირდებოდათ ოპოზიცია ყოფილიყო პარლამენტში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ მმართველი გუნდის წევრების განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით „საპარლამენტო ფრაქციის შექმნით აღიარებულ იქნა პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია“.