დანიის სუპერლიგის მე-18 ტურში „რანდერსის“ ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ქართველის გუნდმა „სონდერისკეს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი საბამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე ტრავმირებული იყო და მოედანს 6 ოქტომბრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. საბა 7 გოლით „რანდერსის“ ბომბარდირია, ხოლო მთლიანად ჩემპიონატში მეექვსე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს. უშუალოდ „რანდერსს“ 18 ტურში 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზეა.