ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი აპრილისთვის 28 მილიარდ 880 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2 მილიარდ 360 მილიონი ლარით, ანუ 8.89%-ით მეტია პირველი მარტისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები მილიარდ 190 მილიონი ლარით, ანუ 10.06%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები მილიარდ 170 მილიონი ლარით, ანუ 7.94%-ით გაიზარდა.