საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ოქტომბრისთვის 25 მილიარდ 620 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 279 მილიონ 690 ათასი ლარით, ანუ 1.10%ით მეტია პირველი სექტემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 5 მილიონ 600 ათასი ლარით ანუ 0.05%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 274 მილიონ 90 ათასი ლარით ანუ 1.86%-ით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 36.29% შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.13%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება, ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამ მაჩვენებელმა 5.07% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.68%.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 84.89%, ხოლო ევროს წილმა 13.52% შეადგინა.