საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27 მილიარდ 580 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მილიარდ 300 მილიონი ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 523 მილიონ 20 ათასი ლარით, ანუ 4.02%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 774 მილიონ 690 ათასი ლარით, ანუ 4.89%-ით შემცირდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისთვის 34.35 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.63 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.