საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა - Palitra News

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

2021-05-08 11:32:26+04:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძვზე, დათვალიერების შედეგად, მანაქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა.