10:12
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საბაზო სცენარით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.5-5.5%-ით შემცირდება - "თიბისი კაპიტალი"
15-05-2020

საბაზო სცენარით 2020 წელს ეკონომიკა 4.5-5.5%-ით მცირდება და 2021 წელს 4-5%-ით იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“.

ანგარიშის ავტორებს ეკონომიკის აღდგენის სამი სცენარი აქვთ განხილული - სჭრაფი; საბაზო და გვიანი აღდგენა.

სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა წელს მხოლოდ 3%-ით შემცირდება. საბაზო სცენარით - 4,5-5,5%-იან კლებას ვარაუდობენ, ხოლო ეკონომიკის გვიანი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იან ვარდნას გარდაუვლად მიიჩნევენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები