13:07
7 ივნისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საბერძნეთი პლაჟებს ხსნის - რა წესების დაკმაყოფილება მოუწევთ დამსვენებლებს
19-05-2020

საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი ზომების მოხსნა დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უკვე გაიხსნა 500-ზე მეტი პლაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კატიმერინი“ წერს. პლაჟების გახსნის ერთ-ერთი მიზეზი მაისის ანომალიური სიცხე გახდა, რომელიც ქვეყანაში 150 წლის წინ დაფიქსიდა.

რაც შეეხება პლაჟებზე დამსვენებლებს, მათ მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვა. დადგენილი წესების თანახმად, ათას კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი. მზის დამცავი ქოლგები კი მინიმუმ 1-მეტრიანი დაშორებით უნდა განთავსდეს.

მთავრობის დადგენილ რეგულაციებს პლაჟებზე სპეციალური ინსპექციის ოფიცრები გააკონტროლებენ.

ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ათას 810 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 160 პაციენტი, ათას 374 სრულად გამოჯანმრთელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები